გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1790454202
კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შშმ პირი ქალის გაუპატიურებას ედავებიან. ახალგაზრდებმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს.
ამის შემდეგ ქალი თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, სამართალდამცველებს ქალის დედამ შეატყობინა, რომ მისი შვილი გააუპატიურეს.
საქმეზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით მიმდინარეობს.