„სხვა მოლოდინი არც მქონია...“ - ნეკა დოროყაშვილი

ნეკა

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესს გრძელდება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ნატალია ნაჭყებიას წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.

,,მე არ მქონია სხვა მოლოდინი, რადგან დაცვის მხარის პოზიცია 2 წელია ბრალს არ აღიარებენ, შესაბამისად, სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას – რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას,  მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. მეც მაქვს ტელეფონში მინაწერები ნატალია ნაჭყებიასთან. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხი. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.

ცილისწამებას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და ქალბატონ ნატალიას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს“,- განაცხადა დოროყაშვილმა 

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. .