ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი • 1790346039

როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი მილანის მოდის კვირეულზე - ფოტოები

მოდელმა ნეკა დოროყაშვილი მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, საიდანაც გამომწერებს კადრები გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ მილანის მოდის კვირეული (Milan Fashion Week) მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება და მოდის „დიდი ოთხეულის“ (პარიზი, ნიუიორკი, ლონდონი, მილანი) განუყოფელი ნაწილია.ამჟამად მიმდინარეობს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ჩვენებები. კვირეული ტრადიციულად იტალიური მოდის გიგანტებისა და წამყვანი დიზაინერების ახალ კოლექციებს მასპინძლობს.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

ნეკა

ტაბლოიდი • 1789668861

„მე ქალი-მგელი ვარ…“ – ნეკა დოროყაშვილი ფოტოსესიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მოდელი და ინფლუენსერი, ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამზე“ ახალ განსხვავებულ ფოტოსესიას გვიზიარებს, რომელიც ფოტოხელოვან ზურა ბურჯანაძეს ეკუთვნის. „მე ქალი-მგელი ვარ… მიყვარს ვნებით, ვტოვებ სიამაყით და არასოდეს ვბრუნდები იქ, სადაც ჩემი მოთვინიერება სცადეს…“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი • 1787770105

„მე ვარ ქალი, რომლის შემდეგაც სხვას ვეღარავის ამჩნევენ“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია

მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს. ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.„მე არ ვარ ქალი, რომელსაც უბრალოდ უყურებენ. მე ვარ ქალი, რომლის შემდეგაც სხვას ვეღარავის ამჩნევენ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

mama gabrieli

საზოგადოება • 1787727900

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ. მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“. „ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

უკრაინის გენშტაბ

მსოფლიო • 1787226060

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განხორციელდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განხორციელდა.როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, კერძოდ, დაზიანდა თათარეთში, ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტანეკო“.უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ობიექტზე დარტყმას საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.თათრეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად „ზაკამსკის ზონის სამრეწველო კლასტერის“ მუშაობა შეფერხდა და არიან დაშავებულები. სხვა დეტალები არ ვრცელდება.გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ტერმინალ „ტამანნეფტეგაზზეც“. მათივე განცხადებით, ტამანის გადატვირთვის კომპლექსის სიმძლავრეები წელიწადში 19,9 მილიონ ტონამდე ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ნახშირწყალბადების გაზის გადატვირთვის შესაძლებლობას იძლევა.კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ თემრიუკის რაიონის დასახლებულ პუნქტ ვოლნაში საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

prokuratura

სამართალი • 1784740251

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც თითქოს ბელორუსის რესპუბლიკაში იყო გაცემული. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე დაზარალებული ბრალდებულს უფლებას აძლევდა, განეკარგა და მათ შორის, მესამე პირზე გაესხვისებინა, მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10700.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რითაც დაზარალებულს 374 500 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი • 1783023547

„ნიკას, როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარზე

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობას იხსენებს და წერს, რომ წლების შემდეგ მომხდარს განსხვავებული თვალით აფასებს. მისი თქმით, ბასილაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ის ყველაზე მეტად უყვარდა, ხოლო თავადაც სწორედ ის შეიყვარა მთელი გულით. „ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით შემიყვარდა,“ - წერს დოროყაშვილი.ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რასაც მოგვიანებით სასამართლო დავა და საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულ ბრალდებებსა და სამართლებრივ პროცესებს, რომელიც ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. საბოლოოდ, სასამართლო განხილვების შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი პროცესი დასრულდა და როგორც მოგვიანებით ნეკამ განაცხადა, ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა.

ფენ-შუი

ასტროლოგია • 1781680020

„ამ თითზე ბეჭედი სიყვარულის ენერგიებს ააქტიურებს...“ - ფენ-შუის სპეციალისტი

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელ თითზე უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ბეჭედი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ სურთ, რომ სასიყვარულო ენერგიები გაააქტიურონ:- ცნობილია ის ფაქტი, რომ არათითზე ქორწინების ბეჭედს ვიკეთებთ. მაგრამ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არსებობს ხელზე ის თითი, რომელიც სიყვარულის ენერგიის გააქტიურებაში გვეხმარება.თუ თქვენ გველის, დრაკონის, კურდღლისა და ვეფხვის წელს დაიბადეთ და ქორწინების ბეჭედი არათითზე გიკეთიათ, გსურთ, რომ სიყვარული მოიზიდოთ და ურთიერთობებში მეტი ჰარმონია შეიტანოთ, გირჩევთ, რომ ერთი ბეჭედი საჩვენებელ თითზეც დაიმატოთ. ეს თქვენს ენერგიას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს. გველების, დრაკონების, კურდღლებისა და ვეფხვების სიყვარულის ენერგეტიკული ცენტრი საჩვენებელ თითზე მდებარეობს. თუ თქვენ ცხენისა და ხარის წელს ხართ დაბადებული, მაშინ აუცილებელია, ბეჭედი შუა თითზე გეკეთოთ. გარდა იმისა, რომ არათითზე გიკეთიათ, შუა თითზეც აუცილებლად გაიკეთეთ.თუ თქვენ თხისა და ვირთხის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის მტევანზე გახლავთ არათითი, რომელზეც შეგიძლიათ, ბეჭედი გაიკეთოთ.თუ თქვენ მაიმუნის, მამლის, ძაღლისა და ტახის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ნეკა თითზე მდებარეობს და აუცილებლად ნეკა თითზეც დაიმატეთ პატარა ბეჭედი.თუ თქვენ ამას ხშირად გააკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ენერგიას გაააქტიურებთ.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი • 1781601663

„ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი…“ – ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ახალ ალბომს აანონსებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოსესიას, რომელიც ამ ალბომის მხარდასაჭერად გადაიღო.ნეკა წერს, რომ მისგან გაქრობას ელოდებოდნენ, მაგრამ ის სიახლით ბრუნდება:„ალბომამდე და სცენამდე… იყო ქალი, რომელმაც ისწავლა, როგორ უნდა დარჩეს საკუთარ თავად. ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი. ამის მაგივრად კი მე ხელოვნებად ვიქეცი. ჩემი სახელია ნეკა. დანარჩენი ამბავია…“, – წერს მოდელი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

neka doroyaSvili

საზოგადოება • 1779912857

„დღეს გავიგე...“ - ნეკა დოროყაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნეკა დოროყაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მუსიკალური კლიპი გამოუშვა და დააანონსა, რომ კიდევ ერთ კლიპზე მუშაობს, რომელსაც ივნისში გამოუშვებს.ნეკა დოროყაშვილი ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებსაც, საუბრობს ურთიერთობებსა და საკუთარ წარსულზე. ამჯერად კი მასზე გავრცელებული ხმების შესახებ წერს:„დღეს გავიგე, რომ თურმე უკვე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი. კალაძის ვიდეო გავაზიარე და ნაცებმა დამაბრალეს, რომ მათი დაქირავებული აგენტი ვარ“. 

ნეკა

ტაბლოიდი • 1779690013

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“ – რა კადრებს ავრცელებს ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მორიგი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში მხოლოდ გარეგნული სილამაზე კარგავს ღირებულებას და წინა პლანზე ინდივიდუალური ნიჭის რეალიზება იწევს.„მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“„და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი… დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე უკვე ყველას კიდია, რადგან ბევრმა გაიკეთა ისეთი ოპერაციები რომ ყველა მეორე გოგონა მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტით საკუთარ შექმნილი აი ვერსიასავით აი თოჯინს დაემსგავსნენ…“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი • 1779572894

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო...“ - ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში წერს:მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ. და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი. დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე ყველას კიდია...“

✕