ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობას იხსენებს და წერს, რომ წლების შემდეგ მომხდარს განსხვავებული თვალით აფასებს. მისი თქმით, ბასილაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ის ყველაზე მეტად უყვარდა, ხოლო თავადაც სწორედ ის შეიყვარა მთელი გულით.
„ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით შემიყვარდა,“ - წერს დოროყაშვილი.
ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რასაც მოგვიანებით სასამართლო დავა და საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულ ბრალდებებსა და სამართლებრივ პროცესებს, რომელიც ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. საბოლოოდ, სასამართლო განხილვების შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი პროცესი დასრულდა და როგორც მოგვიანებით ნეკამ განაცხადა, ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა.