ლევან ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს

ბერძენიშვილი

­"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "პრაიმტაიმთან" ეხმაურება  მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად, იქმნება შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს იგი ფეხ­ბურ­თელ ხვიჩა კვარაცხელიას  აკ­რი­ტი­კებს.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ვიდეო დამონტაჟებულია და სინამდვილეში, ის კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია. 

"ვთვლი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე, უდიდესი ფეხბურ­თელია, მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს", - გვითხრა ბერძენიშვილმა.