ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდეა - საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1731357172
მომღერალი თემურ თათარაშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „სხვა კითხვები“ მძიმე პერიოდის შესახებ საუბრობს. მომღერალი ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების გარდა, იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც კაზინოში დადიოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სად შოულობდა კაზინოსთვის თანხებს, ის პასუხობს, რომ ჰონორარის გარდა, მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მეგობრებისგან ფულის სესხებაც დასჭირვებია.
„ფული მისესხია. კაზიონოშიც დავდიოდი. იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი. რომ ბნელდებოდა ერთი სული მქონდა კაზიონოში გავარდნილიყავი. დამირეკია აჩიკო მეფარიძესთან. ჩქარა, ახლა ფული გადმომიგდე მოვალ შენთან. ყოველთვის მეჩხუბებოდა,“- იხსენებს თემურ თათარაშვილი.