4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1733265399
„საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ს.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ავრცელებენ.
უწყების ცნობით, 27 წლის ქალს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.