1733256870
ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს - ვინ არის ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა კაცი
ქუთაისში გოგომ ახალგაზრდა კაცს ყელი გამოჭრა. მოკლული 40 წლამდე ასაკის ტიტე კორძაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულის სიძე იყო.
„ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო... მართალი ყოფილა, რომ ამბობენ ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა, საუკეთესო ადამიანი იყავი. შენს სახელს დავიწყება არ უწერია“.
„ვაი, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, რა დაემართა უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა, სადაც მართალნი განისვენებენ... ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს. რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში“... - წერენ ტიტეს ახლობლები სოციალურ ქსელში.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, გოგო (ბრალდებული) ტიტეს ცოლის გარდაცვალებას აბრალებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს - 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.