1793808279
თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს - შსს
პოლიციამ თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.












