„სასულიერო პირზე მინდა ვთქვა...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1793819608
ბინის გაქირავებისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები და მხარეებს შორის უთანხმოება არცთუ იშვიათია. მაგალითად, თუ ბინიდან წყალი ჩავიდა და მეზობელს ზიანი მიადგა, ვინ არის პასუხისმგებელი - მესაკუთრე თუ დამქირავებელი? რა უნდა გაითვალისწინონ მხარეებმა, რომ მსგავსი შემთხვევები სამართლებრივ დავაში არ გადაიზარდოს? ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში იურისტი და სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს.
„წყლის ჩასვლა შესაძლოა, როგორც მესაკუთრის, ისე დამქირავებლის ბრალი იყოს. კანონით მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება, რომ ბინა დამქირავებელს ვარგის მდგომარეობაში გადასცეს და ეს მდგომარეობა იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს. შესაბამისად, თუ წყალი მილების სიძველისა და ცვეთის გამო ჩავიდა, ეს მესაკუთრის პასუხისმგებლობაა.
მაგრამ, თუ დამქირავებელმა ონკანი ღია დატოვა ან მილის დაზიანება შეამჩნია და მესაკუთრეს დროულად არ შეატყობინა, რამაც მილის გასკდომა გამოიწვია, ასეთ დროს ზიანის ანაზღაურება უკვე დამქირავებელს დაეკისრება.
ანუ, მეზობელი სთხოვს მესაკუთრეს. ხოლო, ზემოთ განხილული შემთხვევაში, თავის მხრივ, მესაკუთრემ შეიძლება, დამქირავებელს მოსთხოვოს“, - განმარტა კერძაიამ.
ვრცლად ↓