საქართველოში კვირის ბოლოს გათოვდება - უახლესი პროგნოზი
1793820846
ავთვისებიანი სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი - შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ.
გაგაცნობთ სიმპტომებს, რომლებიც, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს.
ცვლილებები კანზე
შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.
შემაწუხებელი ხველა
თუ არ ეწევით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ შემაწუხებელი ხველა კიბოს ნიშანი იყოს. ჩვეულებრივ, ეს გამოწვეულია ასთმით, ინფექციით , ან სხვა დაავადებით. მაგრამ თუ თქვენი ხველა არ ქრება, ან სისხლს აყოლებთ ნახველს - განსაკუთრებით, თუ მწეველი ხართ - მიმართეთ ექიმს.
შებერილობა
შებერილობის შეგრძნება შესაძლოა იყოს დიეტის, ან თუნდაც სტრესის გამო. მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში ის არ ქრება და, ასევე, გაქვთ დაღლილობა, წონის დაკლება ან ზურგის ტკივილი, გაიარეთ შემოწმება. ქალებში მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ნიშანი იყოს.
ყლაპვის პრობლემა
გაციებამ, ან ზოგიერთმა წამალმა შეიძლება, გაართულოს ყლაპვა. თუ დროთა განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. ყლაპვის პრობლემა ასევე შეიძლება იყოს კიბოს ნიშანი. ამიტომ , მიმართეთ ექიმს.
ცვლილებები ძუძუში
ძუძუში ცვლილებების უმეტესობა კიბო არ არის. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს მათ შესახებ და შეამოწმოთ. აცნობეთ ექიმს ძუძუს ნებისმიერი ცვლილებების, - გამონადენის, სიწითლის, შესიების, ან ტკივილის შესახებ. ექიმის ჩაატარებს გამოკვლევას. შეიძლება, შემოგვთავაზონ მამოგრაფია, MRI ან ბიოფსია.
Წონის დაკლება
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, დაიკლოთ, როდესაც შეცვლით კვებას ან ივარჯიშებთ. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, თუ გაქვთ სხვა პრობლემები, როგორიცაა სტრესი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. მაგრამ არ არის ნორმალური 10 კილოგრამის ან მეტის დაკლება ზედმეტი მონდომების გარეშე. არსებობს შანსი, რომ ეს იყოს პანკრეასის, კუჭის, საყლაპავის, ფილტვის, ან სხვა ტიპის კიბოს პირველი ნიშანი.