„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან, ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით?“ - ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

ნადირაძე ხაჭაპურიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე კითხვებს პასუხობს.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

„ვივამედის“ დირექტორმა სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარებზე. ასევე მედპერონალის მიმართ.

„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, - მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

- ქალბატონო ნინო, თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ. კითხვები არ უნდა დასვათ. შენიშვნა მისცა მოსამართლემ ნადირაძეს.