"სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე" - ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის მნახველებზე

ნადირაძე და სააკაშვილი

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს სიხარულის ყიჟინა აქვთ ექსპრეზიდენტის თითოეულ დაკლებულ გრამზე.

"მე არ ვიცი მნახველები მასთან რაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაოდენობა ადამიანების, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე, ან ეს გააკეთე, პირიქით სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში", - თქვა ნადირაძემ.