აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

ფაროსანასთან ბრძოლა

დასავლეთ საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში არსებული უამინდობის მიუხედავად, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნულის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფართობები თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები) საწინააღმდეგოდ.

„სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით, შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, რათა შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალი.

დღეისათვის დასავლეთ საქართველოში მცირე მოცულობის და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 33 210.50 ჰექტარი ფართობი, მათ შორის:

  • სამეგრელო ზემო სვანეთში - 15174.75 ჰექტარი ;
  • იმერეთში -11334.25 ჰექტარი;
  • გურიაში - 5520.75 ჰექტარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 140.25 ჰექტარი;
  • აჭარაში -1040.5 ჰექტარი;

სულ განთავსებულია 22 ათასამდე სპეციალური სადგური“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.