"ენდორფინში" სურსათის სააგენტო შემოვიდა“ - კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

endorfini

გუშინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც თბილისის ცენტრში მდებარე კაფეში „ენდორფინი“ ვირთხა ჩანს. როგორც ირკვევა დღეს „ენდორფინში“ სურსათის ეროვნული სააგენტო შევიდა.

„როგორც მოგეხსენებათ სცენარის ოპერატორი და დამდგმელი რეჟისორი რომელმაც დაახლოებით 1 წლისა და 7 თვის წინ დადგა სცენარი და გადაიღო, პერიოდულობით (6 თვეში ერთხელ) სოციალურ ქსელებში ათავსებს ერთსა და იგივე ვიდეოს როგორც ახალს, თუ როგორ შემოვიდა ენდორფინში თაგვი და ცდილობენ ენდორფინის დისკრედიტაციას!

გუშინ 19 ივლისს განმეორდა იგივე ფაქტი, დადეს 1.7 წლის წინ დადგმული ვიდეო როგორც ახალი, რამაც გამოიწვია სურსათის ეროვნული სააგენტოს აფეთქება ზარებით არაინფორმირებული მომხმარებლების მიერ, დღეს გამთენიისას ჩვენზე ადრე მოვიდა მთელი სურსათის სააგენტო აქ, ენდორფინში!

ავტვირთავთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების! აქვე დავამატებთ რომ სოციალურ ქსელში შექმნილია ყალბი ექაუნთები, თითქოს ენდორფინის თანამშრომლები პასუხობენ მომხმარებლებს, ეს ექაუნთები პასუხობენ უხეშად და შეურაცხყოფას აყენებენ მომხმარებლებს როგორც ენდორფინის თანამშრომლები, დავდებთ რამდენიმე სქრინს და გთხოვთ ყველას, ვიდრე მასას აჰყვებით თითოეული დაფიქრდით და გააანალიზეთ ამა თუ იმ პასუხის ადეკვატურობა და ხარისხი, რადგან რთული არ უნდა იყოს იმის მიხვედრა რომ შეგნებულად არის ეს ბოტები და ტროლები ჩართული ენდორფინის დისკრედიტაციაში
თუ რატომ. აკეთებენ ამას ჩვენ დღემდე ვერ გაგვიგია და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

 ენდორფინს არ ეშინია მსგავსი გამოწვევების, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ხარისხიანი მომსახურება, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, მაღალი სამომხმარებლო კულტურის სტანდარტების დანერგვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.