ბათუმის ბულვარი

1776685249

ბათუმის ბულვარი: ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება. დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.უწყების განმარტებით, სამართალდარღვევის დაფიქსირება შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა.„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება.სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ კომენტარში.

გიორგი კივილაძე

1776358080

20 000-ზე მეტი გაჩუქებული წიგნი და 10 000-მდე გახარებული მოსწავლე - გაიცანით ბიჭი, რომელიც ბავშვებში წიგნების მიმართ სიყვარულს ნერგავს 

ბავშვები დღეს უფრო დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე კითხულობენ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წიგნები ეკრანის ცივმა ნათებამ ჩაანაცვლა და ისინი ახლა უფრო ხშირად რჩება თაროზე, თუმცა არსებობს სივრცე, სადაც ეკრანი ვერ აღწევს…ამ ცვლილებების ფონზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უყურებენ არა გულგრილად, არამედ დიდი პასუხისმგებლობით. ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ წიგნის სიყვარული არ უნდა გაქრეს, ის უნდა გადარჩეს, გაიზარდოს და ახალ თაობას გადაეცეს.დღეს გიამბობთ ისტორიას ადამიანზე, რომელმაც ბავშვობიდან საკუთარი სამყარო სწორედ წიგნებში იპოვა.ბავშვობაში ყველაზე მეტ დროს წიგნებთან ატარებდა, სტუდენტობიდან კი მისი თავისუფალი დრო ძირითადად მთას, მოგზაურობას და აქტიურ სპორტს ეთმობა.გიორგიმ და მისმა ორმა მეგობარმა - ლევან ვარამაშვილმა და ნათია დარჩიამ, რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია სახელად „მთიელი წიგნები“ - რომლის მიზანია საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.„პრაიმტაიმი“ გიორგი კივილაძეს ესაუბრა:- გიორგი, როგორ შეიქმნა „მთიელი წიგნები“?- მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, ლევან ვარამაშვილმა და ნათია დარჩიამ, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ორგანიზაცია - „მთიელი წიგნები“, რომლის მიზანია ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლის წაკითხვასაც დიდი ხანია ნატრობენ.- რა პრინციპით არჩევთ სკოლებს?- იქამდე, სანამ რომელიმე რაიონში ჩავალთ, წინასწარ ვნახულობთ რუკას, შემდეგ კონკრეტულ რეგიონზე დაგვაქვს იქ მდებარე სკოლები. - სკოლას, რომელიც ყველაზე მეტად არის დაშორებული რაიონულ ცენტრს, ვუგზავნით შესაბამის ფორმას, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ და უთითებენ, რომელი წიგნის წაკითხვა სურთ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ჩასვლისას მოსწავლეები საჩუქრად იღებენ არამარტო იმ წიგნს, რომელიც მითითებული ჰქონდათ, არამედ, თავად არჩევენ სხვა წიგნებსაც.- როდესაც სკოლებში ჩადიხართ, როგორი რეაქცია აქვთ ბავშვებს?- ძალიან უხარიათ. შეიძლება ადგილზე მისვლისას ისეთი ბავშვი შეგვხვდეს, რომ ეს წვალება მხოლოდ მათ გაცნობად ღირდეს.- რომელიმე რეგიონში სტუმრობას ხომ ვერ გამოარჩევთ, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები დატოვა?- კონკრეტულ რეგიონს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მიყვარს სვანეთში ჩასვლა. ასევე, ბევრი კარგი მკითხველი გავიცანით პანკისის ხეობაში.- რამდენი წიგნი გაქვთ გაჩუქებული?- 20 000-ზე მეტი წიგნი გვაქვს გაჩუქებული.- გიორგი, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუ გყავთ სპონსორი?- კონკრეტული სპონსორი არ გვყავს, თუმცა გამომცემლობები გვიკეთებენ ფასდაკლებებს. ამასთან, რეგიონებში სიარულიც სპონსორზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის სპონსორსაც გამოვძებნით, შემდეგ იმხელა რეგიონს ვეჭიდებით. ვცდილობთ, რომ ერთ რეგიონზე ერთი სპონსორი გვყავდეს.- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?- აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, ახლა იმერეთის რამდენიმე სოფელში უნდა ჩავიდეთ. შემდეგ კი სამეგრელოს სოფლებში. სოციალურ ქსელში, გიორგის და „მთიელი წიგნების“ მიმართ უამრავ პოსტს შეხვდებით, სადაც ადამიანები უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ. ჩვენ რამდენიმე ასეთ პოსტს შემოგთავაზებთ:„თუ ვინმე ფიქრობთ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაშინ რა ჰქვიათ იმ საოცარ ადამიანებს, რომლებიც 31 დეკემბერს, ღამის 11 საათზე, ცივ და სუსხიან ამინდში, საკუთარ დღესასწაულს გადადებენ იმისთვის, რომ სხვებს მოუწყონ ნამდვილი დღესასწაული. გაიცანით გიორგი კივილაძე, მოსიარულე სიკეთე, ყველაზე ღიმილიანი და თბილი „თოვლის ბაბუ“ მთელ დედამიწაზე… აბა, ვის მიგიღიათ 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე საჩუქრები სკოლაში? ჩვენ მივიღეთ!  სასწაულები ნამდვილად ხდება!“ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.„ეს გიორგი კივილაძეა - ადამიანი, რომელსაც არც ამინდი აკავებს, არც ვირუსი და არც მიუღწეველი ადგილები.უკვე 2 წელია ჩვენამდე ყველაზე მიუღწეველი ადგილებიდან ჯერ წერილები ჩამოაქვს, შემდეგ კი ამ წერილის ადრესატებთან მისვლაში გვეხმარება.იცნობდეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, რადგან ეს ქვეყანა სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას.„მთიელი წიგნები“ ამ პლატფორმიდან გიორგი მთელი წელი ზრუნავს ბავშვებზე მთელი საქართველოდან, შესაბამისად, შეგიძლიათ ემეგობროთ და ხელი შეუწყოთ ამ დიდებულ საქმეში.გიო, მადლობა ყველაფრისთვის!“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში. 

ბათუმის მერი

1775421633

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ქალაქსა და ბათუმის ბულვარში არსებული უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შემდეგ სივრცეების განვითარებისა და გაუმჯობესების გეგმებზე.გიორგი ცინცაძის თქმით, პროცესის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს პროცესის ერთიან ხედვას, ეფექტურ დაგეგმვასა და პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას,“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.როგორც მან აღნიშნა, ბათუმი და მათ შორის ბათუმის ბულვარი უნდა განვითარდეს, როგორც თანამედროვე, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად დაბალანსებული სივრცე, სადაც იქნება როგორც რეკრეაციული, ასევე, კომერციული ადგილები.„ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, თუმცა ტურისტულად აქტიურ ქალაქში საჭიროა კომერციული სივრცეებიც, როგორიც არის კაფე-ბარები და კლუბები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთი კონცეფციის ფარგლებში, კანონთან სრულ შესაბამისობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.მისივე განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება გამჭვირვალე და კონკურენტული აუქციონების გამოცხადება და მეწარმეებს ექნებათ ალტერნატიული შესაძლებლობები.„დაინტერესებულ პირებს, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი ნებართვები, განახორციელონ საქმიანობა განსაზღვრული სტანდარტების დაცვით და შექმნან თანამედროვე, ქალაქის იერსახასთან შესაბამისი ობიექტები. ახალი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, აუქციონის ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების გზით მეწარმეები შეძლებენ მიიღონ ალტერნატიული სივრცეები ან გააგრძელონ საქმიანობა იმავე ლოკაციაზე, უკვე დადგენილი წესების დაცვით,“ - განაცხადა ბათუმის მერმა.

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე

1775421543

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ემსახურება, როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებას

ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი ემსახურება, როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებასა და ვიზუალური სტანდარტების გაუმჯობესებას.ბათუმის მერმა განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა ბათუმის ბულვარზე და აღნიშნა, რომ ბულვარი წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოსა და სავიზიტო ბარათს, რის გამოც მისი განვითარება მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული გენერალური გეგმის შესაბამისად, ლანდშაფტური, ეკოლოგიური და არქიტექტურული ღირებულებების დაცვით.„ზოგადად ჩვენი ხედვაა, რომ ქალაქის განვითარება მიმდინარეობდეს თანამედროვე ურბანული სტანდარტების შესაბამისად. უფრო მეტი მწვანე სივრცე, კეთილმოწყობილი ბულვარი, თავისუფლი და მოწესრიგებული ქუჩები, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად,“ - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა 100-მდე მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და ბუნგალოს ტიპის ნაგებობის და 20-მდე კაფე-ბარზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი.„ყველა შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო ობიექტების მფლობელები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და ეძლევათ შესაბამისი ვადა, რათა შეძლონ ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხოდ გატანა,“ - განაცხადა ბათუმის მერმა.

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

1774764000

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

9 თვის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება - მას მწვავე ლეიკემია დაუდასტურდა.,,პატარა 9 თვის ლუკას დაუდასტურდა მწვავე ლეიკემია.ლუკა სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა თურქეთში საგანგაშო ანალიზების პასუხებით.მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი და ძალიან მძიმეა.გთხოვთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა დავეხმაროთ ნებისმიერი თანხით, თითოეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:TBC ბანკი:GE71TB7188145064300027საქართველოს ბანკი:GE89BG0000000584902127მიმღები: მარიამ მამრიკიშვილი. 

მარიამ მამისმედიშვილი

1772881007

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზე მუშაობს

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი მუშაობს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზე, რომელიც ყველასათვის საყვარელმა კომპოზიტორმა სპეციალურად შექმნა მარიამისთვის.ტექსტზე იმუშავა ირინა სანიკიძემ.არანჟირება ეკუთვნის ბორიკო შხიანს.სიმღერა ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში.პროექტის პროდიუსერი კი ბექა ხალათაშვილია. კომპოზიტორი მარიამს უწინასწარმეტყველებს, რომ სიმღერა ჰიტი გახდება. 

ილია ვერძაძე

1769599930

„სულხან თამაზაშვილის თანმიმდევრული პოლიტიკა და ქმედებები ნათლად ასახავს აჭარის მთავრობის პრიორიტეტებს, მის მიმართულებას“ - ილია ვერძაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე ამ დღეებში, ბათუმში, სოციალურ სახლებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.პოლიტიკოსის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კომისია  საცხოვრისის საჭიროების მქონე თითოეული მოქალაქის განცხადებას დეტალურად და ობიექტურად შეისწავლის, რის შემდეგაც მიიღება სათანადო გადაწყვეტილებები:„სულხან თამაზაშვილის თანმიმდევრული პოლიტიკა და ქმედებები ნათლად ასახავს აჭარის მთავრობის პრიორიტეტებს, მის მიმართულებას. ის სრულად ჯდება საქართველოს მთავრობის ზოგად პოლიტიკაში და ორიენტირებულია ხალხზე, ჩვენი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე.  ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, აქცენტები კეთდება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე და ამის დასტურია სოციალურ სახლებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც. გადაწყვეტილება განპირობებულია იმ საჭიროებებით, რაც რეალურად გვაქვს აჭარაში,“ - აცხადებს ილია ვერძაძე.

ილია ვერძაძე

1769599803

ილია ვერძაძე საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებული პოლიტიკური დებატების თემას ეხმაურება

 „როდესაც სასწორზე საქართველოს ბედია, იქ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, აქ კომპრომისი არ არსებობს“, - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე.პოლიტიკოსი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული დებატების თემას დადებითად აფასებს:  „დებატები უნდა ეხებოდეს ქვეყნის უკეთეს და სტაბილურ განვითარებას. სწორედ ამ კონკრეტულ ველზე დაბრუნებას ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. გარწმუნებთ, რომ  ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია არა ვინმე, თუნდაც მაღალი რანგის პოლიტიკოსის განცხადებით, ან რაიმე სახის ზეწოლით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, მისი მოსახლეობის ინტერესებით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნავს ილია ვერძაძე.

ბათუმის მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე შემსრულებელი კომპანიები დააჯარიმა

1765802270

ბათუმის მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე შემსრულებელი კომპანიები დააჯარიმა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დააჯარიმეს. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვის მშრალი წესით დამუშავებისთვის, ორი კომპანია - შპს „გზა“ და შპს „ბონდი-2009“, 10 და 15 დეკემბერს,  დააჯარიმეს.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ.

2026 წლის ფერი

1764964768

Pantone-მა 2026 წლის ფერი დაასახელა

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. დაარსებიდან, 1999 წლიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Pantone-მა წლის მთავარ ფერად თეთრი ტონალობა შეარჩია.„PANTONE  Cloud Dancer“ - ეს არის ნეიტრალური თეთრი ფერი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და სისუფთავე ხმაურიან სამყაროში“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.ასევე ნახეთ: 🔴🔴 დასახელდა 2025 წლის ფერი🔴 2024 წლის ფერი დასახელდა🔴 დასახელდა 2023 წლის ფერი           View this post on Instagram                       A post shared by PANTONE (@pantone)

ავთო აბესლამიძე

1763233497

„შეგიძლიათ მომილოცოთ, ფინალში ვარ საქართველო“ – ავთო აბესლამიძე ყახაზური მუსიკალური კონკურსის ფინალში გავიდა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ავთანდილ აბესლამიძე საქართველოს სახელით ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს.პროექტში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს.კონკურსი 10 ტურისგან შედგება, კონკურსანტის ტურიდან ტურში გადასვლის გადაწყვეტილებას კი ჟიური იღებს. ბათუმელი შემსრულებელი უმაღლესი შეფასებებით უკვე ფინალშია, ის გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს!„შეგიძლიათ მომილოცოთ, ფინალში ვარ საქართველო“ - წერს ავთო სოციალურ ქსელში.

„მუსიკალური ბათუმი ათენში“

1761466064

„მუსიკალური ბათუმი ათენში“ - ქართული კლასიკური მუსიკის გალა საღამო „მარია კალასის“ თეატრში

საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში გაიმართა ქართული გალა კონცერტი - ,,მუსიკალური ბათუმი ათენში“. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით და სოლისტებმა ააჟღერეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, ლევან ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი, ვასილის ბოკოსი და მოწვეული სტუმრები.