„დღეს გავიგე ეს მაგარი ამბავი...“ - რას წერს ავთო აბესლამიძე

ავთო აბესლამიძე

ბათუმელი მომღერალი ავთო აბესლამიძე, რომელიც გასულ წელს ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, კონკურსის ერთ-ერთ ტურში შეასრულა ცნობილი ყაზახური სიმღერის ქართული ვერსია, რომლის ტექსტი თავად დაწერა, ხოლო ორიგინალი სიმღერა ყაზახეთში ჰიტია და YouTube-ზე 64 მილიონი ნახვა აქვს. 

როგორც მომღერალი ამბობს, ყაზახეთში სიმღერის ქავერ ვერსია, რომელიც კონკურსზე შეასრულა, ძალიან პოპულარულია და მის მოსმენას რადიოში ხალხი აქტიურად ითხოვს.

„მინდა გჯეროდეს“, ასე ჰქვია სიმღერის ქართულ ვერსიას. 

✕