ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.
„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკრო სადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.