17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794857458
12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გეძებ, შვილო, 12 წელია... მიწასთან არავის ვანადგურებდი, არავის სიკვდილს არ ვნატრობდი, არავის ვწყევლიდი და თითს არავისზე ვიშვერდი, მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ გამანადგურეს და არც შენ დაგინდეს, გური! ვაი, რომ არსებობს ასეთი უღმერთო ადამიანი, უსისხლო და უჯიშო, შვილო. მე დაგპირდი და ვიბრძოლებ ბოლომდე, გური, შვილო!“, – წერს დაკარგული მოზარდის დედა.
რა ვიცით გურამ დადიანიძის გაუჩინარების შესახებ?
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის ივნისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა. მოზარდი ახლობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ მოხერხდა.
გურამის გაუჩინარების საქმე წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. დედა შვილის პოვნას დღემდე ცდილობს.
2026 წლის აგვისტოში მლეთაში დაკარგული მოზარდის კვალის დასადგენად ხელახალი სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა. ტერიტორიას ოთხი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ, მათ შორის დრონებისა და სპეციალური სკანერის გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებოდა.
სოფო ბიბილაშვილი კი შვილის დაბრუნების იმედს არ კარგავს. 12 წლის შემდეგაც მისი მთავარი სათქმელი უცვლელია – იპოვონ გური და დაადგინონ, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მოზარდის კვალი გაქრა.
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794857458