1794859133
„3 წითელი პატარა ბოტასი, რომელიც ვერასოდეს მიიტანა სახლში...“ - რას წერენ ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში დამხმარე ნაგებობას თუნუქს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო და დენმა დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე მყოფებმა მამაკაცის გადარჩენა სცადეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
დაღუპულს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. უფროსი გოგონა მხოლოდ 5 წლისაა.
მომხდარს სოციალურ ქსელში ფერი ისლაიმოვა ეხმაურება, რომელიც წერს, რომ გარდაცვლილი მისი დეიდაშვილი იყო და ტრაგედია სამუშაოს შესრულებისას მოხდა.
„ობლად დაჩენილი 3 პატარა გოგო ყველაზე უფროსი 5 წლის…
გარდაიცვალა ჩემი დეიდაშივილი, ახალგაზრდა ბიჭი. სამსახურში დენმა დაარტყა.დილით თავისი პატარა ბაიებისთვის იყიდა ბოტასი. 3 წითელი ბოტასი, რომელიც ვერასოდეს მიიტანა სახლში“, - წერს ფერი ისლაიმოვა.











