როგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
1730969658
თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთ ქუჩას ალექსანდრე (საშა) იოსელიანის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, საშას დისშვილი, მაკა შენგელია ავრცელებს.
"ძალიან მიხარია, ჩემი საამაყო ბიძის სახელი მიუნიჭებიათ საბურთალოზე ერთი ლამაზი ქუჩისთვის."
საშკა იოსელიანს არაერთი კინო როლი აქვს შესრულებული, ნათამაშები აქვს თეატრის სცენაზე. იყო ტელეჟურნალისტიც.
გამორჩეული ფიზიკური მონაცემების საშა, იმ პერიოდის თბილისში, სუსტ სქესში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, 41 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა. დარჩა ორი შვილი... 2009 წელს ბავშვთა ქალაქ "მზიურში" საშას ძეგლი გაიხსნა.
"პრაიმტაიმს" თავის ემოციებს უზიარებს მსახიობის და, ასევე მსახიობი - ხათუნა იოსელიანი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს.
ხათუნა იოსელიანი: რა გითხრათ, სიხარულის შეგრძნებაც დამეუფლა და დიდი ტკივილისაც. ჩემი ჭრილობა ხომ არ შეხორცებულა და ისე წავალ ამ ქვეყნიდან, არც შეხორცდება. საშკას სახელის ხსენება, ნებისმიერ კონტექსტში, ჩემს იარას აცოცხლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ. ეს არის საშკას სახელის უკვდავყოფა.
მომავალი თაობა რომ გაივლის ამ ქუჩაზე, ათი ადამიანიდან ერთი მაინც ხომ დაგუგლავს და დაინტერესდება მისი ვინაობით. ეს ძალიან მახარებს და მანუგეშებს. საქართველომ, ახალმა თაობამ, უნდა იცოდეს ყველა გმირის სახელი, ვინც მათი კეთილდღეობისთვის და სამშობლოსთვის იბრძოდა. მთავარია, ამ ბიჭების სისხლი ამაოდ დაღვრილი არ აღმოჩნდეს... აი, ეს არის, რისი თქმაც შემიძლია, ჩემო თამარ.
გთავაზობთ ამონარიდს ხათუნას ერთ-ერთი ინტერვიუდან.
ხათუნა იოსელიანი: მამაცი, რისკიანი, ნამდვილი რაინდი იყო. საშას გინება არ გვახსოვს, თავისი საქციელით ყველანაირად გამორჩეული იყო, როგორც ძმა, მეუღლე, მამა, მეგობარი, მსახიობი, ჟურნალისტი. ძალიან მიმზიდველი გარეგნობის იყო.
ძალიან უყვარდათ მეგობრებს. მისი ერთი მეგობრის, ვოვას მამამ საშას სვანეთში სახლი აჩუქა. მერე იმ კაცმა მისი დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, გული გაუსკდა და მოკვდა. საშუნა ჩემმა და მისმა მეგობრებმა დამასაფლავებინეს.
ომის დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. როგორც გავიგე, სნაიპერ ქალს მოუკლავს. ვაი, დედაო – დაუძახია. უცნაურია, მაგრამ ყველა როლში, რაც კი ნათამაშები აქვს, საშუნას გმირი კვდება...
ასევე დაგაინტერესებთ: ,,რა გჭირს სახეზე? რამე დაგეჯახა?" ამგვარი კომენტარების გამო, მეგონა, სხვა სამყაროდან ვიყავი... არადა, ვგიჟდები სიცოცხლე ისე მიყვარს..." - რამ შეცვალა მარიკო სადღობელაშვილი