„არ მავიწყდება სალომეს ცრემლები, როცა ფინალზე თამაზას დედა შემოუყვანეს...“ - რას წერს გურამ შეროზია

გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული, გურამ შეროზია სალომე ბარათაშვილს იტალიის საგზურის მოგებაში ეხმარება. გურამის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შვილმა მონატრებული ემიგრანტი დედა ნახოს.

„მსგავს პოსტებს არ ვაზიარებ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ემოციის გარეშე გვერდს ვეღარ ავუვლი!
სალომეს დედა ემიგრანტია და დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ, ბევრი გასაგები მიზეზის გამო. არ მავიწყდება მისი სახე და ცრემლები, როცა ფინალზე თამაზას დედა შემოუყვანეს და სალომე ამას ასე შორიდან უყურებდა... 

ჰოდა, აუცილებლად იმსახურებს, ემიგრანტების თემა იცით როგორი სენსიტიურია ჩემთვის და ზოგადად დედის თემა, ერთი დღეც ვერ ვძლებ მის გარეშე და როცა წარმოვიდგენ, რომ ხალხს წლებია არ უნახავს საყვარელი დედიკოები - ძალიან მწყინს...

ყველაფერი ძალიან მარტივია, იპოვეთ ამ პოსტზე სალომეს კომენტარი (Salsy__b), დაალაიქეთ და ერთად მოვახდინოთ სასწაულები! გაიმარჯვებს კომენტარზე ყველაზე მეტი ლაიქის მქონე“ - წერს შეროზია.

https://www.instagram.com/reel/Cnzh