ნეკა

VIDEO: „თავის გარეგნობაზე კომპლექსები ჰქონდა...“ - ყოფილი დედამთილი დოროყაშვილზე

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა.

კითხვაზე, მშობიარობის შემდგომ როგორ გამოიყურებოდა ნელი დოროყაშვილი, ნატალია ნაჭყებია პასუხობს:

„არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მშობიარობის შემდეგ, მანამდეც, როცა გავიცანი მაშინაც. ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. მეტიც, თვითონ ჰქონდა კომპლექსები თავის გარეგნობაზე, რომ მოიმატა წონაში. ჩემთან საუბრობდა ამაზე, პირადად. 

ერთ-ერთ გადაცემაში იყო მოწვეული. მოგეხსენებათ, მაყურებელი კრიტიკულად არის განწყობილი და რამდენიმემ დაუწუნა რაღაც და ამაზე იყო ძალიან განერვიულებული". 

მთავარი სიახლეები