VIDEO: „ეს არის ყველაზე ტრაგიკული თემა ჩემთვის...“ - ბასილაშვილის დედა რთული პერიოდის დეტალებს იხსენებს

ბასილაშვილის დედა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლოს ჩვენებას აძლევს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნატალია ნაჭყებიამ, მისი თქმით, ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა. 

„ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა და ყველაზე ტრაგიკული ჩემთვის. არავის არ ვუსურვებ, არც ერთ ქალს გაიაროს, ვინაიდან იცით, რომ ბრალდებული ვიყავი ბავშვის ძალადობის თემაზე. ამ ფაქტიდან 5-6 თვით ადრე. ბავშვის ძალადობაზე მქონდა გამოწერილი ორდერი. ეს იყო ძალიან მტკივნეული, მე ზრდასრული ადამიანი ვარ და ჩემთვის ეს თემები უფრო დაძლევადი არის, მაგრამ აქ იყო მტკივნეული ის საკითხი, რომ ამ თემაში გამოყენებული იყო ჩემი შვილიშვილი, არასრულწლოვანი ბავშვი“, - ამბობს ნატალია ნაჭყებია.