„თავს დამნაშავედ არ ვთვლი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკა ბასილაშვილი

თავს დამნაშავედ არ ვთვლი, - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“,- განაცხადა ბასილაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული, ნეკა დოროყაშვილი დაესწრებიან.