რა ხდებოდა ოჯახში, სადაც 50 ძიძა გამოიცვალეს - მოძალადე კამერებმა „გაშიფრა“

ტატიანას საქმე

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რატომ დაამონტაჟა ვიტალი სოლოვიოვმა სახლში სათვალთვალო კამერები და როდის დაიწყო ბავშვების დედამ, ტატიანა სოლოვიოვამ ბავშვებზე ძალადობა. 

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვების მამამ მას შემდეგ გადაწყვიტა კამერების დამონტაჟება, რაც ოჯახმა დედის გადაწყვეტილებით 50-მდე ძიძა გამოიცვალა.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ვიტალი სოლოვიოვმა და ტატიანა სოლოვიოვმა (აბრამეკოვი)თანაცხოვრება 2012 წელს დაიწყეს. 2013 წელს წყვილს შეეძინათ პირველი ქალიშვილი ვ.ს, 2015 წელს მეორე ქალიშვილი - ე.ს და 2018 წელს ვ.ს. ისინი ამჟამად განქორწინებულები არიან, რაც შედეგად მოჰყვა დედის - ტატიანა სოლოვიოვას მხრიდან არასრულწლოვანი შვილების მიმართ სისტემატური ხასიათის ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

აღნიშნული ძალადობის შესახებ მეუღლის - ვიტალი სოლოვიოვისთვის ცნობილი გახდა მათ სახლში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პერსონალის და განსაკუთრებით ძიძების გადმოცემით, რომლებიც ახორციელებენ არასრულწლოვნების მოვლასა და მზრუნველობას და რომლებიც არაერთგზის პირადად იყვნენ შემსწრენი ბავშვებზე ძალადობის ფაქტებისა, თუმცა ტატიანა სოლოვიოვა კატეგორიულად უარყოფდა რაიმე ტიპის ძალადობას საკუთარ არასრუწლოვან შვილებზე და სამსახურიდან ათავისუფლებდა „ცილისმწამებელ“ ძიძებს.

2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით სოლოვიოვების ოჯახმა გამოიცვალა დაახლოებით 50-მდე ძიძა. ( უხეში საშუალო გაანგარიშებით ძიძები იცვლებოდნენ ყოველ ორ თვეში). 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვიტალი სოლოვიონმა გადაწყვიტა არასრულწლოვნების საპირფარეშოში, არასრულწლოვნების საძინებელ და სამზარეულო ოთახებში დაემონტაჟებინა. სათვალთვალო კამერები, ვინაიდან ის ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ ბავშვებზე ძალადობა ხორციელდებოდა სწორედ მითითებულ სივრცეებში. მეუღლეს - ტატიანა სოლოვიოვმა კი განუმარტა, რომ აუცილებელი იყო პერსონალის ქმედების ვიდეო კამერებით კონტროლი გამომდინარე ტატინასვე არგუმენტებიდან, რომელიც ძიძებს თავად ადანაშაულებდა უსუფთაობასა და არასრულწლოვნების მიმართ უდიერ დამოკიდებულებაში“ - ვკითხულობთ საქმის მასალებში.