სპეციალური დიეტა და საკვები პროდუქტები, თუ თვალის ფერის შეცვლა გსურთ

თვალის ფერი

ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელიც თვალის განსხვავებულ ფერზე არ ოცნებობს. ზოგი ფანტაზიებით არ შემოიფარგლება, არამედ მოქმედებს კიდეც - ყიდულობენ ლინზებს და ნიღბავენ თვალის ნამდვილ ფერს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გზა - თვალების ფერის შეცვლა სპეციალური დიეტის დახმარებით. ამისთვის უნდა იცოდეთ, რომელ საკვებს შეუძლია შეცვალოს თვალის ფერი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თვალის ფერი განისაზღვრება გენებით. ის შეიძლება ოდნავ შეიცვალოს: უფრო მსუბუქი, ნათელი... არ არსებობს გზა, რომელიც მთლიანად შეცვლის ფერს.

თუ გსურთ მცირე მეტამორფოზები, უნდა შეიტანოთ გარკვეული საკვები თქვენს დიეტაში. შედეგის სანახავად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი ყოველდღიურად, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.

ნუში, თხილი და ნიგოზი გააღიავებს თვალის ფერს
ეს არის ყველაზე ეფექტიანი პროდუქტი. თუ ყოველდღიურად მიირთმევთ 30 გრ თხილს, თვალების ფერი უფრო გაღიავდება. თუ წონის გაკონტროლება გინდათ, აირჩიეთ ნუში, მაგრამ არა - უმი. მოხალეთ ის და ისე მიირთვით.

ზეითუნის ზეთი თვალებს სინაზეს შესძენს
ეს ეფექტი შესაძლებელია პროდუქტის განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობის გამო მიიღება. მისი გამოყენება ირისს უფრო რბილს, ნაზს ხდის, ყავისფერ თვალებს სითბოს მატებენ. დიახ, ეს პროდუქტი სასარგებლოა. ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და ეხმარება სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხახვი უზრუნველყოფს ფერის თანდათანობით ცვლილებას
ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროდუქტს შეუძლია თვალების ფერის შეცვლა, მაგრამ ასეა. ის უზრუნველყოფს ტონის თანდათანობით ცვლილებას..

გვირილის ჩაი თვალის ფერს გააღიავებს
შეუცვლელი სასმელი, ყავისფერი თვალებისთვის. თუ ყოველდღიურ რაციონში გვირილის ჩაის შეიტანთ, მაშინ თქვენ თვითონ იქნებით უფრო მშვიდი და გექნებათ თვალების უფრო ლამაზი, თბილი ფერი. 

სხვათა შორის, თუ ჩაიში ჯანჯაფილის ფესვს დაუმატებთ, მაშინ თვალები მხოლოდ ბედნიერებით არ გაბრწყინდება, ორიოდე თვის შემდეგ იდუმალი მზერა მიიზიდავს ხალხს.

თევზი და ზღვის პროდუქტები შემატებს სიკაშკაშეს
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტი სიაში. ამ პროდუქტების ღირებულება საკმარისად მაღალია ყოველდღიური გამოყენებისთვის და ყველას არ უყვარს ზღვის პროდუქტები. მაგრამ ასეთი დიეტის ეფექტი გაგაკვირვებთ. ცისფერთვალებიანები შედეგით აუცილებლად აღფრთოვანდებიან.

ისპანახი თვალებს კიდევ უფრო გაანათებს. არის ძალიან ჯანსაღი მცენარე, რომელიც შეიცავს უამრავ კაროტინოიდს და ლუტეინს. სწორედ ეს ნივთიერებები მატებს თვალის ირისს სიკაშკაშეს. ისინი ასევე აძლიერებენ ძვლებს, თმას და აუმჯობესებენ კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას.