„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს პარტიების აკრძალვას, ხოლო ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, შეჩერდება თუ არა პროცესი - "ღამის კურიერის" კითხვაზე, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ თუკი სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას, პროცედურული ნაწილი არ გაჩერდება.
რაც შეეხება თავად მიმდინარე პროცესს - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას, ამაზე პაატა სალიამ განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ მიაჩნია მიზანშეწონილად მიმდინარე საქმის დეტალებზე ისაუბროს:
"მე თავს შევიკავებ მიმდინარე პროცესის შეფასებისაგან. მითუმეტეს, მოპასუხე მხარეს გაცხადებული აქვს, რომ თუ სარჩელი დაკმაყოფილდება მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს ინტერესებს, საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვისაუბრო მიმდინარე საქმის დეტალებზე.
თუმცა რაც შეეხება იმას, პროცედურულ ნაწილს აჩერებს თუ არა [სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა] - რა თქმა უნდა, არ აჩერებს, თუკი სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას," - აცხადებს პაატა სალია.