სასაცილოა საუბარი, რომ სოზარი სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი, შესაძლოა, ანტიევროპულები იყვნენ - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშშვილი

"სასაცილოა საუბარი, რომ სოზარი სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი, შესაძლოა, ანტი-ევროპულები იყვნენ, თუმცა ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს, რომ სურთ უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, სასაცილოა საუბარი, რომ სოზარი სუბარი, ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი, შესაძლოა, ანტი-ევროპულები იყვნენ. თუმცა, ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების მთელი კომუნიკაციის პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტი-ევროპულობა და პრორუსობა. ეს ახალი არ არის, ეს გვესმის 10 წელი. ამ სამი ადამიანის მიმართ წამოსული ასეთი შეფასება გასაკვირი არ არის. განსაკუთრებული ის არის, რომ ამხელა სიძულვილის ტალღის გამოწვევას ცდილობენ“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია "ქართულ ოცნება", ფრაქცია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.