საქართველო ნატოსთვის ძალიან ძლიერი პარტნიორია, რაც კარგად წარმოჩინდა - კელი დეგნანი 

keli degnani

"საქართველო ნატოსთვის ძალიან ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა მაღალი რანგის დელეგაციით, რომელიც საქართველოდან იყო წარგზავნილი ნატოში, მადრიდის სამიტზე", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამიტი იყო დასტური იმისა, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოსთვის ეს იყო კარგი შანსი, ესაუბრათ, ხელახლა განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ნატოსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ძალიან ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსისთვისაა დაყენებული. აღნიშნული რეფორმების გატარება, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, ხელს შეუწყობს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, გააგრძელოს საქართველოს დახმარება ამ პროგრესის მისაღწევად.