მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას იწყებს

parlamenti

მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას იწყებს. ამ მიზნით პირველ შეხვედრას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, სადაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს შეისწავლიან.

ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა საპროცედურო, იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებს დაევალა. გარდა ამისა, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელსაც კოორდინაციას პირადად პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს.

შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს მინიტორინგის ჯგუფს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, ცნობილია. რომ, პარლამენტის თავმჯდომარე 7 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციას, უმრავლესობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.