„შეცდომა იყო“ - შოთა დიღმელაშვილი 3 ივლისზე

შოთა დიღმელაშვილი

მეღვინე ანდრო ბარნოვის წერილს, სოციალურ ქსელში, 3 ივლისის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი პასუხობს.

ანდრო ბარნოვი:

„არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვინც აქციების ორგანიზებასთან ახლოს ხართ, იქნებ ახსნათ,

რატომ მოუწოდეთ ოცნების ოფისთან წასვლა “არც მეტი, არც ნაკლები, 3000 კაცს” და არა – ამაზე 20-ჯერ მეტ ადამიანს, ვინც იქ იყო შეკრებილი? რა გათვლა არსებობდა ამ დროს? ანდა, რატომ ოცნების ოფისთან და არა, ვთქვათ, ღარიბაშვილის, ან ივანიშვილის?
Giorgi Mshvenieradze Shota Dighmelashvili Lasha Bugadze

რატომ არ მსჯელობთ აქტიურად “ეროვნული თანხმობის მთავრობის” შესაძლო წევრებზე? რატომ არ კრებთ ამ წარმომადგენლობით გუნდს? გასაგებია, რომ ოცნებაც გინდათ ჩართოთ საბოლოო გადაწყვეტილებებში, მაგრამ ვინ არიან თქვენი კანდიდატები?
კითხვა პარტიებთან: გასაგებია, რომ აქციების ორგანიზებას ტექნიკურად ეხმარებით, კარგია ეგ, მაგრამ რატომ არ მუშაობთ რეგიონებში? სად არის თქვენი აქტივი?
რას ნიშნავს ფრაზა “გეგმებს ეტაპობრივად გაგიმხელთ, რომ საფრთხეები ავიცილოთ”? მიტინგის უარყოფითი რეაქცია, ალბათ, ნახეთ. მაინც, რას გულისხმობდით?
ხალხი გეგმას კი ითხოვდა, მაგრამ ხედვაც გვეყოფა. რა ხედვა გაქვთ? როგორ ვაღწევთ 12 პუნქტის შესრულების მიზანს?
ახსენით ეს ყველაფერი საჯაროდ. აუცილებელია ეს. რაც გუშინდლამდე ქენით, ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა. სამომავლოდ თუ გაქვთ ხედვა, ეგ გაგვაგებინეთ, პლზ“.

შოთა დიღმელაშვილი:

„თავდაპირველი გეგმა იყო კანცელარიის ბლოკირება, მაგრამ “დავამთავროთ რეჟიმი დღეს” მოლოდინისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და შევიდა ცვლილებები, რაც მგონია, შეცდომა იყო.
თანხმობის მთავრობა ნიშნავს ოპონენტებია სრული კონსენსუსით შერჩეულ ადამიანებს და წინასწარ მათი შესაძლო ვინაობების დასახელება მათ პროპაგანდის სამიზნედ აქცევდა და ამასთან, არ დარჩებოდა სივრცე ოპონენტთან მოლაპარაკებისთვის.
აქციების ორგანიზებაში პარტიები ტექნიკურად არ გვეხმარებიან. მთელი საპროტესტო სცენა უზრუნველყოფილია ჩვენი, სამოქალაქო პირების მიერ, ფინანსები კი გამჭვირვალე საჯარო ფანდრეიზინგით მოვიდა.
იყო საფრთხე, კანცელარიის ბლოკირების გეგმის ნაადრევი გამხელის შემთხვევაში მისასვლელი გზები ჩაკეტილიყო, თუმცა მართალი ხართ, სხვანაირად უნდა მომხდარიყო მთელი ეს კომუნიკაცია. სამწუხაროდ ხალხთან კომუნიკაციაში და სწორი მოლოდინების გასაჩენად გზავნილის მიტანაში საკმარისზე ნაკლები ძალისხმევა ჩაიდო და ესაა პირველი, რასაც გამოვასწორებთ.
5 ტაქტიკა არის არაძალადობრივი წინააღმდეგობა, ხოლო გეგმა – მრავალშრიანი არაძალადობრივი კამპანია რაც მოიცავს:

ინტერეს ჯგუფთა შეხვედრებს – სხვადასხვა პროფ და კულტ კავშირებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან. ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს გენერალური ასაბლეის და წარმომადგენლობითი სამოქმედო ჯგუფის ფორმირებითსაერთაშორისო ადვოკატირებას, რათა გარე წნეხი სინქრონდებოდეს შიდა წნეხთან.შუალედურ პარტიზანულ აქტივობებსდიდ და მცირე მობილიზაციას რეპრესიული აპარატის მოსაქანცად და მთავრობისადმი მიმართული მოთხოვნების უზრუნველსაყოფადრაც შეეხება პარლამებტს, ენჯეოებმა მოამზადეს 12 რეკომენდაციის შესასრულებელი სამოქმედო გეგმა და ადვოკატირებას, რომ ოპოზიციამ საამისო სხდომები დანიშნოს და მხოლოდ ამ კენჭისყრისთვის გამოცხადდეს პარლამენტში“