„მილანს“ ინტერესი ჰქონდა, „იუვენტუსიც“ დაინტერესებული იყო...“ - რა დეტალებს იხსენებს კახა კალაძე კვარაცხელიაზე

კალაძე

„მინდა ხვიჩას გულწრფელად ვუსურვო წარმატებები, კიდევ უფრო ესახელებინოს ჩვენი ქვეყანა, კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ისაუბრა.

კალაძემ ქართველი ფეხბურთელის იტალიაში ტრანსფერის დეტალებიც გაამხილა.

„მქონდა საუბარი [ჯენარო] გატუზოსთან, როდესაც ის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ხვიჩა „რუბინში“ თამაშობდა, უბრალოდ მოლაპარაკება ვერ ხდებოდა იმაზე თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია. „მილანს“ ინტერესი ჰქონდა, ასევე „იუვენტუსიც“ დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, „ნაპოლი“ მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.