ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპაში ღრმა კრიზისია, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა, როდესაც დემონსტრაცია აღვირახსნილობაში გადადის, გამოყენებული იყოს პოლიციური ძალა

ირაკლი ქადაგიშვილი

ევროპაში ღრმა კრიზისია, ეს პარიზის და სხვა დედაქალაქების ქუჩებში ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა, როდესაც დემონსტრაცია აღვირახსნილობაში გადადის, გამოყენებული იყოს პოლიციური ძალა.

„სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში ეს იყო საბაბი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოზე ფართომასშტაბიანი შეტევა განეხორციელებინათ. ახლა ეს ყველაფერი საკუთარ სახლში დაუბრუნდათ და იწვნიან, როგორია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში იმაზე უფრო დიდი ძალადობა და პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე ზოგიერთი საქართველოში თესდა მიზანმიმართულად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიდრე სხვის თვალში ბეწვს დაინახავენ, საკუთარ თვალში დირე კარგად დაინახონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

✕