წყალი 19:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დღეს საბურთალოს რაიონში, ოდესის ქ. N19-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 10/19/2026 12:00 დან 10/19/2026 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საბურთალოს რაიონი, ოდესის N1-19(კენტი), N2-12(ლუწი), იოსებ ნონეშვილის და მგალობლიშვილის N6,N8, N21 ქუჩებს“

✕