„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი

თათა გიორგობიანი

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მოარულ ჭორებს ეხმაურება და პასუხობს კითხვას, დაშორდა თუ არა მეუღლეს.

„სულ მეკითხებიან ხოლმე, შერიგდით? ყოველ ჯერზე, როცა ფოტოს მეუღლესთან ერთად ვდებ, სულ არის - აა, შერიგდნენ. ვერ ვხვდები, ვის რა - მე დავშორდები, შევურიგდები. ამით შენ რა, გაკლდება რამე, გემატება რამე? ეს არის პირადი. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების პატივისცემა მოიკოჭლებს. იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან მიჩვეულია ადრენალინს, ერთმანეთის კრიტიკას, ერთმანეთის საქმეში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფას და პირადი საზღვრების დაუცველობას.

არ დავშორებულვართ, არც ვაპირებთ, იმედია უფლის წყალობითა და ჩვენი ინტელექტით გავქაჩავთ ბოლომდე“, - ამბობს თათა გიორგობიანი გადაცემაში „ერთი ერთზე გიორგისთან“.

ცნობისთვის, თათა გიორგობიანის მეუღლე კონსტანტინე მოსიძეა.

კონსტანტინემ თათას ხელი 2023 წელს, სატელევიზიო გადაცემის ჩაწერის დროს სთხოვა. 

აღსანიშნავია, რომ წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენჯერმე გავრცელდა.

✕