ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა - რა მოხდა ვარკეთილში
1792316394
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირის მიმართ
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის
ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც
ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი
პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული პირები
კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში
მონაწილე კიდევ ორი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.