„ნოემბერში კაცობრიობა პირველ კონტაქტს დაამყარებს უცხოპლანეტელებთან...“ - ვანგას წინასწარმეტყველება

vanga

ბულგარელ უსინათლო მისანს, ბაბა ვანგას მიაწერენ წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ნოემბერში კაცობრიობას უცხო ცივილიზაციასთან პირველი კონტაქტი ექნება.

ბაბა ვანგა, რომელსაც ხშირად მიაწერენ ისეთი მასშტაბური მოვლენების წინასწარმეტყველებას, როგორებიცაა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები და COVID-19-ის პანდემია, სავარაუდოდ, კაცობრიობის დასასრულისა და უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან პირველი შეხვედრის თარიღებზეც საუბრობდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი წინასწარმეტყველებით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწის ატმოსფეროში უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი შემოვა, რის შემდეგაც კაცობრიობა პირველად დაამყარებს კონტაქტს უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან.

ვანგას მიაწერენ პროგნოზს, რომლის თანახმადაც კაცობრიობის არსებობა 5079 წელს დასრულდება. ამ ვერსიის მიხედვით, ადამიანები მანამდე ყველა გლობალურ კონფლიქტს, მათ შორის შესაძლო მესამე მსოფლიო ომსაც, გადაურჩებიან.

ვანგას ასევე მიაწერენ წინასწარმეტყველებას, რომ 2046 წლისთვის ხელოვნური ორგანოების მასობრივი წარმოება განვითარდება.

გავრცელებული ინტერპრეტაციით, 2026 წელი ეთიკური გააზრების პერიოდიც იქნება. საზოგადოება გააცნობიერებს, რომ მზარდი გლობალური დაძაბულობისა და მეცნიერული პროგრესის ფონზე მორალური და ტექნოლოგიური საზღვრები გადალახა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაბა ვანგასთვის მიწერილი არაერთი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. მაგალითად, მას მიაწერენ მტკიცებას, რომ 2016 წელს ბარაკ ობამა აშშ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი იქნებოდა, ხოლო მესამე მსოფლიო ომი 2010 წელს დაიწყებოდა.

ბაბა ვანგა 1996 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვანგასთვის მიწერილი წინასწარმეტყველებების მნიშვნელოვანი ნაწილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ მან ყველა ეს პროგნოზი ნამდვილად გააკეთა.

✕