„რატომ დაინგრა შენი ქორწინება?“ - რას ამბობს ნინი ქარსელაძე პირადზე

ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, „შენ როგორც გინდა, ისე გვიპასუხე: რატომ დაინგრა შენი ქორწინება?“ - მისი პასუხი ასეთია:

„კი, არ მაქვს პრობლება, თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე. ერთი, რასაც გეტყვი - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება. მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე. 2 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.

ცნობისთვის, მომღერალ ნინი ქარსელაძის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი თაზო (თამაზ) ჯახუტაშვილი იყო. 

ნინი და თაზო 2021 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწინების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ნინის დედამ, ხათუნა ჟორდანიამ გაასაჯაროვა.

2024 წლის ნოემბერში ნინი ქარსელაძემ თავად დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა. მისი თქმით, ისინი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებული, თუმცა დაშორების მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა.

✕