მედიის ცნობით, ალბანეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებსა და ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს, ისროლეს პიროტექნიკა

ალბანეთი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ, სამთავრობო შენობებსა და ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ტროტუარის ფილები ამოიღეს და პოლიციელებს დაუშინეს.

როგორც მედია წერს, აქტივისტების ნაწილმა სამართალმდამცველების მიმართულებით პიროტექნიკაც გამოიყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 388 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები და დემონსტრანტები.

✕