რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ „გორმედის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს.
„ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში გადავიყვანეთ“ - ამბობენ კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წინასწარი ინფორმაციით, ის ვენახში მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც დამონტაჟებული იყო ტრაქტორზე.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.