არუნ ხათრი ასახელებს ყველაზე უსარგებლო პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში
1792330909
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემა ირაკლი არაბული „დღის პოსტს“ ესტუმრა, სადაც ბოტულიზმის შესახებ ისაუბრა. ირაკლი არაბულის განცხადებით, „ბოტულიზმის ბაქტერია, სახლის პირობებში სტერილიზაციის შემდეგ არ კვდება“.
„ბოტულიზმი – ეს კვებითი ინტოქსიკაცია ძალიან საფრთხილო ამბავია. ერთ- ერთი ყველაზე მაღალი ფატალურობით გამოირჩევა თვითონ ეს ბაქტერია, ამ დაავადებას რომელიც იწვევს კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი. ჩვეულებრივ, შეიძლება ბინადრობდეს მიწაზე და როდესაც რაიმე პროდუქტს მოვკრეფთ, შესაძლოა წამოყვეს ამ პროდუქტს და დაბინძურებული იყოს.
ეს ბაქტერია მრავლდება უჟანგბადო გარემოში. დახურული და დაკონსერვებული ქილა კი ისეთი გარემოა, სადაც იწყებს გამრავლებას.
ხშირ შემთხვევაში, გარეცხვა 100%-ით არ აცილებს ამ ბაქტერიას და არც ის არის, რომ აუცილებლად წამოჰყვება ეს ბაქტერია, ამის რისკიც არსებობს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ გარეცხვა საფუძვლიანად თითქმის ბოლომდე აცილებს სხვადასხვა მიკრობებს და პათოგენებს.
ბოტულოტოქსინი არის ძალიან მავნე, ნერვულ სისტემას ურტყამს და როდესაც ადამიანი კომპოტს მიირთმევს და თვალების შეშუპება დაეწყება, მაშინ უნდა მიმართოს ექიმს.
ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტებია დაბალ მჟავიანი პროდუქტები, რომლებიც მიწასთან ახლოს არის. მაგალითად: ბადრიჯანი, კარტოფილი, სტაფილო, სოკო და ა.შ. ანუ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მიწიდან მოიპოვება და არის დაბალ მჟავიანი.
თუ უკვე ლპობის პროცესია დაწყებული, ან სუნი აქვს, იქ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბინადრობს ეს ბაქტერია.
როდესაც სახლის პირობებში ხდება სხვადასხვა კონსერვის დამზადება, მაქსიმალური ტემპერატურა, რასაც შეიძლება რომ სახლის პირობებში მივაღწიოთ არის 100 გრადუსი, ბოტულინის გამომწვევი ბაქტერია კი 100 გრადუსზეც მდგრადი არის და სჭირდება მინიმუმ 130 გრადუსი მაინც, რომ განადგურდეს.
ჩირი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია, რომელიც ჯობია მურაბას, კომპოტს. ბუნებრივად მოპოვებულია, გამომშრალია და მისგან გამოსულია ზედმეტი ტენი, რაც ხანგრძლივ შენახვასაც უზრუნველყოფს. უნდა მივაქციოთ ყურადღებას, რომ მაქსიმალურად კარგად გამოშრეს. ჩირს ობის პატარა ნაწილაკიც რომ ჰქონდეს ნიშნავს რომ უვარგისია“, – აცხადებს ირაკლი არაბული.