„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად გარდაქმნა თანხა კრიპტოვალუტაში და მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.