„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
ფრანგი მოსწავლეების სოლიდარობის ნიშნად, მიუნხენში საპროტესტო აქცია გამართეს ფრანგული საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმაც.
მიუნხენის პოლიციის ცნობით, ლიცეუმის 50-მდე სტუდენტმა არასანქცირებული მარში მოაწყო საფრანგეთის საკონსულომდე.
აქციის მონაწილეები განათლებაში მეტ დაფინანსებას მოითხოვენ და ფრანგული სკოლის სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მოსწავლეებმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მასობრივ მოძრაობაში გადაიზარდა.