ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - ყოვლადქებული მოციქული თომას ხსენების დღეა

ყოვლადქებული მოციქული თომა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში - თბილისის სიონში ინახება.

ტროპარი:

იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე და მისისა ყოვლადპატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოვლადქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობა და დიდი წყალობა.

კონდაკი:

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.

✕