ფასების შემსწავლელი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს

პარლამენტი

 რა ფაქტორები მოქმედებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის მატებაზე? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს - გაირკვევა კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

მუშაობას კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადაც 3 თვით განისაზღვრა, ხვალ დაიწყებს.

მმართველი გუნდის თქმით, საპარლამენტო, ისევე როგორც სამთავრობო კომისიების მუშაობა გამჭვირვალედ წარიმართება.

პროცესის დაწყებისთვის მზადაა ოპოზიციაც.