დაიწყო მისამართების შემოწმება - მნიშვნელოვანი გაფრთხილება იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

იტალია

ქართველი ჟურნალისტი და ემიგრანტების აქტიური მხარდამჭერი, ხათუნა შარაძე, იტალიიდან უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს. ქალაქ პრატოში (Prato) პოლიციამ დაიწყო მასშტაბური რეიდები იმ მისამართების გადასამოწმებლად, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში.

„იტალიაში გამკაცრდა საცხოვრებელი მისამართების კონტროლი permesso di soggiorno-ზე

ქალაქ Prato-ში დაიწყო აქტიური შემოწმებები იმ მისამართებზე, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში. პოლიცია ადგილზე ამოწმებს  ნამდვილად ცხოვრობს თუ არა ადამიანი აღნიშნულ domicilio-ზე ან residenza-ზე.

ადგილობრივი Questura di Prato-ს ინფორმაციით, უკვე 200-ზე მეტი საქმე შემოწმდა და თითქმის ნახევარი განაცხადი გადავიდა ხელახალ შეფასებაზე. მიზეზი ძირითადად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობაა.

დღეს უკვე „ფორმალური მისამართი საბუთებისთვის“ სერიოზულ რისკად იქცა:
თუ ინსპექტორი ადგილზე ვერ გიპოვით, საქმე შეიძლება შეჩერდეს და პროცედურა საგრძნობლად გაიწელოს.

ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა ემიგრანტისთვის: domicilio / ospitalità აღარ არის მეორეხარისხოვანი დეტალი.

AprioriTV-ს კითხვა პრატოში მცხოვრებ ქართველებს:

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა permesso-ს მიღება ან განახლება დაგიგვიანდათ მხოლოდ მისამართის გამო?
მოვიდნენ თუ არა თქვენს საცხოვრებელზე შემოწმებაზე?

მოგვწერეთ კომენტარში ან პირად შეტყობინებაში  თქვენი გამოცდილება სხვებისთვისაც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

გააზიარეთ პოსტი - „ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს“, - წერს ხათუნა შარაძე.