1769975663
„წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას მოვეშვა-თქო“ - ზალიკო ბერგერი
„წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას რომ მოვეშვა-თქო. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური“, - ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გადაცემა "ნოესთან" სტუმრობისას ისაუბრა.
ზალიკომ გაიხსენა როგორ ცდილობდა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან გამკლავებას, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ გამოუვიდა.
„ეს შემთხვევა თბილისში მომივიდა. წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას რომ მოვეშვა-თქო. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური. ავდექი და ვისკი დავისხი, „იაგერმაისტერი“ დავასხი ზემოდან და ეს რომ დავლიე, ტკივილისგან გული წამოვიდა. კუჭი გამისკდა. სახლში მარტო ვიყავი. ბარის კუთხეს თავი მივარტყი, აზრზე რომ მოვედი, იატაკზე ბოთლის ნამსხვრევებში ვიჯექი. შემრცხვა, ვინმეს ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე, შარვალი გავიხადე და იქაურობა მოვწმინდე, ახალი შარვალი ჩავიცვი, რომ სასწრაფოს დავხვედროდი, მაგრამ გამახსენდა რომ სასწრაფოში დარეკვა არ ვიცოდი...
საავადმყოფოში გადამიყვანეს... ამ შემთხვევის მერე მაინც გავაგრძელე მავნე ჩვევა, მაგრამ საბოლოოდ ეს სენი დავამარცხე. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, რასაც სიფხიზლე ჰქვია... “,- ამბობს ზალიკო.











