ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

1780906553

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.სამუშაოების მიმდინარეობისას, აპრილის შუა რიცხვებში, გზაზე ზვავები და ჩამონაშალები ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სპეციალური ტექნიკა. სტიქიური პროცესების გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეიზღუდა და გზის გახსნის სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.ვითარების გათვალისწინებით, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებითი ტექნიკის მობილიზებით გზის უკვე გაწმენდილი მონაკვეთების ხელმეორედ წმენდა დაიწყო. სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის დამატებითი ტექნიკა ზვავსაშიშ მონაკვეთებზეა მობილიზებული.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ზვავსაშიშ უბანზე თოვლის მასის სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღემატება.ამჟამად სამუშაოები გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ მიმდინარეობს ექსკავატორებით, დამტვირთველებითა და ბულდოზერებით. რელიეფისა და გზის განსაკუთრებული სირთულის გამო, სხვა ტიპის მძიმე სპეციალური ტექნიკის გამოყენება აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია.ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზამთრის პერიოდში გადაადგილება რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო აკრძალულია. წლის დანარჩენ პერიოდში კი გზით სარგებლობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული.ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გამორჩეულ მაღალმთიან საავტომობილო გზად მიიჩნევა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

1780384718

სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს - ვუჩიჩი

 სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბელგრადი ევროინტეგრაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.მანამდე სერბეთის პარლამენტის დიასპორისა და რეგიონის სერბების კომიტეტის თავმჯდომარემ დრაგან სტანოევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს.ვუჩიჩის განცხადებით, ეს „დეზინფორმაცია“ იყო.„მოვისმინე ამბავი, რომ სერბეთი რუსებისთვის ვიზებს აწესებს. არ ვიცოდი, თუ რაზე იყო საუბარი. დავურეკე ანა ბრნაბიჩს [სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე] და ვკითხე, რამეს ხომ არ უყარეს კენჭი, რამეს ხომ არ გინიხილავენ. მან მითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიღაცამ აღნიშნული დეზინფორმაციით სერბეთს ავნო“, - განაცხადა ვუჩიჩმა.სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბელგრადი, ევროკავშირის მუქარების მიუხედავად, რუსეთთან უვიზო რეჟიმს არ გააუქმებს.„ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ვინმემ რომც მიიღოს, მას მალევე გააუქმებენ“, - დასძინა ვუჩიჩმა.

დონალდ ტრამპი

1776232774

დონალდ ტრამპი - ირანთან ომი დასასრულთან ახლოსაა, თუმცა დასრულებული არ არის, ვფიქრობ, მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება

 ირანთან ომი დასასრულთან ახლოსაა, თუმცა დასრულებული არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ფიქრობს, რომ ირანელებს ძალიან სურთ შეთანხმების დადება.„ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. იცით რა? თუ ახლავე დავდებდი ფსონებს, მათ 20 წელი დასჭირდებოდათ ამ ქვეყნის აღსადგენად და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, – განაცხადა ტრამპმა.

ჩხობაძე

1775544470

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება.კლინიკის რეაბილიტაცია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.  მინისტრის განცხადებით,  მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს.მინისტრთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რატი იონათამიშვილი

1775043506

"როგორც ჩანს, ძალიან დასწყდათ გული, ჩვენი ხალხის ერთსულოვნება რომ იხილეს და უნდათ, ანტიპიარით დააზიანონ ის" - რატი იონათამიშვილი პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე

 ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის შემთხვევების შეფასებისას.მისივე თქმით, რადიკალების გეგმებს ამ კუთხით განხორციელება არ უწერია.„რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, არ არის არც შემთხვევითი და არც სპონტანური. ეს არის მათი პატრონების მხრიდან კარგა ხნის წინ დაგეგმილი, გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი. სხვა საკითხია, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია და იგი განწირულია ჩავარდნისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა თუნდაც, სულ ცოტა ხნის წინ ნახეს, რწმენამ როგორ გააერთიანა სრულიად საქართველო და მაინც დღეს ცდილობენ, თავს დაესხნენ ეკლესიას, მეტყველებს მათ სულიერ დაცემულობაზე. შესაბამისად, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სახლი

1774852891

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტო, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროკურატურა

1774618359

პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დიღმურა

1774425468

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.„არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის  ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს  და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოქალაქეებს წინასწარ მოუბოდიშა სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო.„სამუშაოების წარმოების პროცესში, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.  სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გუდაური- კობი

1774270866

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი დანახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი:

1774003224

ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა სიონის ტაძარში დაკრძალული პატრიარქების საფლავებს. მისი უწმინდესობა ანთებულ საკმეველს და სანთელს დაუდგამდა ხოლმე თითოეული მათგანის საფლავს - დეკანოზი გიორგი სანამაშვილი

 ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის, - განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.მისი თქმით, სიონის ტაძარში არაერთი პატრიარქია დაკრძალული და ილია მეორე „განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს“.„1917 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, მას შემდეგ აქ არიან დაკრძალულები: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათ გარდა კიდევ არის არაერთი წმინდა საკრძალი. მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული კრძალვა და განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს და საკრძალს. მისი უწმინდესობა გამოგვატანდა ხოლმე ანთებულ საკმეველს ჭურჭლით, სანთელს და თითოეულ მათგანს დაუდგამდა საფლავზე თავთან.ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის“, - განაცხადა დეკანოზმა.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქსტატი

1774001029

თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.7-პროცენტიანი მატება.საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.5 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5 პროცენტი) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1 პროცენტი).გარდა ამისა, ფასების 1.9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6 პროცენტი);დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (11.2 პროცენტი);ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიის სპიკერი

1773723621

არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი - ევროკომისიის პრესსპიკერი კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში

 ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარიმ, ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ განმარტება გააკეთა."როგორც გასულ კვირაში განვაცხადე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გულდასმით გავაგრძელებთ დაკვირვებას ამის პრაქტიკულ განხორციელებაზე", - განაცხადა მან.ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე: "როცა ამბობთ "რეექსპორტს", გულისხმობთ, რომ რუსეთის ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი მას ხელახლა ყიდდნენ, როგორც ქართულ ნავთობს - ამას გულისხმობთ?"ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა: "არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ასე ხდებოდა - ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი ევროკავშირში".