კარგი ამბავი - აშშ-ში კიბოსგან გადარჩენის მაჩვენებელმა ისტორიულად მაღალ ნიშნულს, 70 პროცენტს მიაღწია
1770185528
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები წარედგინა.
მასალების თანახმად, ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, შეერთებულ შტატებში უტყუარი ინფორმაციის ცენზურის მიზნით.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის სამიზნეს, ასევე ცენზურის მიზნით, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური კონტენტი.
"ევროკომისია არაპროპორციულად ებრძვის კონსერვატიულ ძალდებს და ერევა არჩევნებში მთელი ევროპის მასშტაბით; ევროკომისიის ნებაყოფლობითი და კონსესუსზე დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები, არც ნებაყოფლობითია და არც კონსესუსზე დაფუძნებული.
არასაჯარო დოკუმენტების თანახმად, ამ ზეწოლის კამპანიის საპასუხოდ, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა უტყუარი ინფორმაცია და პოლიტიკური განცხადებები დააცენზურეს.
საუბარია უახლესი ისტორიის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დებატებზე - მათ შორის COVID-19-ის პანდემიის, მასობრივი მიგრაციისა და ტრანსგენდერული საკითხების შესახებ, იმ საბაბით, რომ ისინი ებრძოდნენ "სიძულვილის ენასა" და დეზინფორმაციას.
2025 წლის დეკემბერში კომისიამ გადადგა ცენზურისკენ მიმართული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი და კომპანია X-ს მისი გლობალური შემოსავლის თითქმის ექვსი პროცენტის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც აშკარა შურისძიება იყო პლატფორმის მიერ მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო.
ევროკომისიის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ აძლიერებს მცდელობებს ონლაინ გამოხატვის გასაკონტროლებლად და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ რეგულირების დასამკვიდრებლად", - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში.